დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, 12 მაისის მონაცემებით, კარანტინში 300 ადამიანი იმყოფება. 12.05.2020 20:58

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, 12 მაისის მონაცემებით, კარანტინში 300 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 11 მაისს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან კიდევ 18 კურსანტი დაბრუნდა, რომელთაგან 7 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, 11 - ზნაურის რაიონულ საავადმყოფოში. კოჩიევას ინფორმაციით, ლაბორატორიულად დამტკიცებული შემთხვევების რაოდენობა 23 ადამიანს შეადგენს, 45-ის პასუხს კი ელოდებიან.

კოჩიევას ინფორმაციით, მთლიანობაში, გამოკვლევა ჩაუტარდა 388 ადამიანს, მათ შორის არის განმეორებითი ტესტები. მისი თქმით, ჩასულები არიან რუსი სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ ექიმ-ლაბორანტებს მეთოდურ და საკონსულტაციო დახმარებას უწევენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ