დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ამერიკელი სენატორები პოლიტპატიმარს ხედავენ ჟორიკა რურუაში, რომელიც ციხეში უბრალოდ გააკავეს, რათა დნმ-ის ნიმუში აეღოთ - ორმაგი სტანდარტი, როგორც ასეთი!“ 12.05.2020 22:24

ჯაბა ხუბუას პოსტი:

 

„ამერიკელმა სენატორებმა თავის დროზე პოლიტპატიმარი ვერ დაინახეს ირაკლი ბათიაშვილში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა 7 წლით ციხეში მარტო იმიტომ გაუშვა, რომ ემზარ კვიციანს ტელეფონში უთხრა ერთადერთი სიტყვა - ,,გამაგრდი"! სამაგიეროდ, ახლა ამერიკელი სენატორები პოლიტპატიმარს ხედავენ გიგი უგულავაში, რომელმაც ბიუჯეტიდან 48 მილიონი მოიპარა! ამერიკელმა სენატორებმა პოლიტპატიმარი ვერ დაინახეს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებს არაადამიანურ წამებასა და გაუპატიურების მცდელობაში შემოაკვდათ! სამაგიეროდ, ამერიკელი სენატორები პოლიტპატიმარს ხედავენ ჟორიკა რურუაში, რომელიც ციხეში უბრალოდ გააკავეს, რათა დნმ-ის ნიმუში აეღოთ! ორმაგი სტანდარტი, როგორც ასეთი!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ