დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„დავუშვათ, "ოცნებამ" ვერ გაუძლო ზეწოლას და ნაც-ბოროტმოქმედი პატიმრები - უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა გაათავისუფლა, ან სამართალს რა პასუხს გასცემს, ანდა - საკუთარ ამომრჩეველს რას ეტყვის?!“ 12.05.2020 22:50

დავით ზარდიაშვილის პოსტი:

 

„ფუი ეშმაკს და ერთი წამით რომ დავუშვათ, "ოცნებამ" ვერ გაუძლო ზეწოლას და ნაც-ბოროტმოქმედი პატიმრები - უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა გაათავისუფლა, ან სამართალს რა პასუხს გასცემს, ანდა - საკუთარ ამომრჩეველს რას ეტყვის?! რითი გაიმართლებს თავს? სხვისი არ ვიცი და თუ "ოცნება" ასეთ ღალატს ჩაიდენს, მე ხმას ნამდვილად აღარ მივცემ. ნაცების ზეწოლაზე ათასჯერ მეტია სამართლის და საკუთარი ამომრჩევლისაც, ზეწოლა "ოცნებაზე". მეტიც: ნაცებზე ნაკლები ზემწოლი თუ მიმწოლი, თხაზე ნაკლებისა არ იყოს, მგელსაც შეუჭამია! ცხადია, პოლიტიკური ზეწოლით პასუხისმგებლობისგან მსჯავრდებული დამნაშავის გათავისუფლება ყოვლად გამორიცხულია, არანაირი გამართლება არა აქვს და არც არასდროს მოხდება! ვინც ამას უშვებს, იგი უშვებს და შეეგუება იმასაც, რომ პოლიტიკური მოტივით უდანაშაულოს ჩასვამს ციხეში.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ