გიორგი გიგაურის ბლოგი:
იცოდეს მთელმა მსოფლიომ:
ზუსტად ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულზე, საქართველომ კორონავირუსი დაამხო!
პირველად გავამხელ: ამ დღეს - 12 მაისს, უფლის სასწაულის მოლოდინით, საგანგებოდ ველოდი!
სწორედ ამიტომ, ამ მძიმე კარანტინისას, ეს ერთი თვეა, ყოველდღიურად, სპეციალურად გახარებდით ,,სამ კარგ ამბავს'', ჩვენი საამაყო ექიმების ვირუსთან გმირული ბრძოლის დინამიკის შესახებ...
და აი, ზუსტად 12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვედრობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესასწაულზე - იმედის დღეს - საქართველომ მსოფლიო სენსაცია მოახდინა!
და აი, ყველაზე კარგი სამი ამბავი:
1. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 - სულ 349!
2. დაინფიცირდა მხოლოდ ერთი - დღესისთვის, სულ ინფიცირებულია 320!
3. პირველად კორონავირუსთან ბრძოლის ორთვენახევრიანი ეპოპეისას, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა კლინიკებში დარჩენილ ინფიცირებულთა რაოდენობას!
და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენი დედა-ეკლესიის (მსოფლიოში გამორჩეული) შეუდრეკელი პოზიციის დამსახურებით, ათასობით ქართველმა მსოფლიოში ყველაზე ღირსეულად აღნიშნა უფლის ბრწყინვალე აღდგომა, ერთი კოვზით ეზიარა და არცერთი ინფიცირებული ეკლესიიდან!
ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს: ზუსტად ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულზე, საქართველომ კორონავირუსი დაამხო!
ქართველი ხალხის შეუდრეკელი ღვთის ერგულებითა და ლოცვით, ამას ღვთის სასწაული და ღვთისმშობლის მფარველობა თუ არა, სხვა რა შეიძლება უწოდო?!
მითუმეტეს, მაშინ რომ ევროპა-ამერიკაშიც და ჩვენს მეზობელ რუსეთ-თურქეთშიც ვირუსი მართლაც რომ ბობოქრობს!
დიდ ხარ, უფალო! დიდება შენდა, ყოვლადწმინდა დედა- ღვთისმშობელო მარიამ!
✞ ✞ ✞
დედაო ღვთისა, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ საქართველოსა ზედა და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა, – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge