დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პარიზის რეგიონში სავაჭრო ცენტრების ძარცვა ქართული მაფიოზური კლანების ნახელავია 13.05.2020 13:13

ფრანგულ ჟურნალ „ვალერს“-ში («Valeurs») გამოაქვეყნებულია სტატია სათაურით „პარიზის რეგიონში სავაჭრო ცენტრების ძარცვა ქართული მაფიოზური კლანების ნახელავია“.


პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია:


„ბოლო წლებში პარიზის რეგიონში არსებული სავაჭრო ცენტრებში - ისეთებში, როგორიცაა Parly 2, Galeries Lafayette და Carré Sénart, ქურდობის ფაქტების რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა. საქმე ეხება არა მარტო წვრილმან დამნაშავეეებს, რომლებიც ელექტრონიკას, ტანსაცმელსა და კოსმეტიკას იპარავენ, არამედ ქართულ მაფიოზურ დაჯგუფებებს, რომლებიც „კანონიერი ქურდების“ სახელიტ არიან ცნობილი. პარიზის პროკურატურა ამ საქმეებს უკვე ორ წელზე მეტია იძიებს. სხვატა შორის, მართლწესრიგის დამცველებმა განსასჯელთა სკამზე უკვე 35 ადამიანი დასვეს, რომლებთაც ქურდობის ჩადენის ბრალდება აქვთ წაყენებული „დამამძიმებელი გარემოებებით“ და „დანაშაულებრივ ჯგუფეფბში მონაწილეობით“. მათი დაკავების ოპერაცია ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ევროპულმა ცენტრალურმა სამმართველომ (OCLCO) და პარიზის პოლიციის ფინანსური დანაშაულებათა საგამოძიებო ბრიგადამ ერთოვლივად განახორციელეს.


ვინ არიან ისინი?


„კანონიერი ქურდები“ - ეს დანაშაულებრივი ორგანიზაციაა თავისი მკაფიო სტრუქტურით და იერარქიით. „კანონიერი ქურდები“ - ჯგუფების ლიდერები არიან. მათი განმასხვავებელი ნიშანია რვაქიმიანი ვარსკვლავის ტატუირება. „ქურდებს“ ექვემდებარებიან „მაყურებლები“, რომლებიც თავის მხრივ, „შესტიორკებს“ - უბრალო ქურდებს აკონტროლებენ. „შესტიორკებმა“ ანუ წვრილფეხებმა ფული მაფიოზურ საერთო სალაროში - „ობშაგში“ უნდა შეიტანონ, სამაგიეროდ, თუ მათ პოლიცია დააკავებს, ზემდგომი ქურდები დაიცავენ.


„კანონიერი ქურდები“ დღეს მთელ ევროპაში მოქმედებენ. როგორც ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს (OCLCO) მონაცემებით ირკვევა, 2015 წელს პარიზის რეგიონის ქურდების ხელმძღვანელად (კლანის ლიდერად) 38 წლის გიორგი პ. იქნა არჩეული. ტელეფონების მოსმენით გამომძიებლებმა მოახერხეს კიდევ ორი ლიდერის - ნოდარი გ.-ისა და ილია კ.-ის დადგენა, რომლებიც ილ-დე-ფრანსში მოქმედი ქურდების ჯგუფებს ხელმძღვანელობენ. მათი კვალი მიდის აგრეთვე პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.valeursactuelles.com/societe/la-mafia-georgienne-derriere-de-nombreux-vols-en-magasin-119208

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ