დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ყველა სიახლე 20 მაისიდან განთავსდება ვებგვერდზე - arda.gov.ge 13.05.2020 13:35

რომან კუსიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

ყველა ეს სიახლე 20 მაისიდან აისახება გვერდზე arda.gov.ge

 

მცირემიწიანი ფერმერების დახმარება:

კერძოდ:

0.25 ჰექტრიდან - 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირება;თანადაფინანსება საქონლისა და მომსახურების შესაძენად - სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები;

აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება (1.25 ჰა-დან - 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის).დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;

პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;

ბიუჯეტი 37 მილიონი.

 

იაფი დიზელი ფერმერებს

კერძოდ:

დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს;0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს - აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად 1 ლიტრი;

ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი;

40 მლნ. ლარამდე შეღავათი ფერმერებს;

დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;

პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან.

 

სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება.

კერძოდ:

42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ. ლარამდე;

42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს ჩამოეწერებათ 5 მლნ. ლარის გადასახადი.

42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯამურად ჩამოეწერება 13 მლნ. ლარამდე გადასახადი.

50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის

 

კერძოდ 50,000 ლარამდე ფარგლებში (ჯამური ღირებულებით) დაფინანსდება:

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება 50%;ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება 50%;

ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება 50%.პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;

ბიუჯეტი 10 მილიონი;

50%-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის

 

კერძოდ, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გარდა არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება:

მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება;

1 ჰა-ზე არაუმეტეს 2 500 ლარი თანადაფინანსება50%;

ბიუჯეტი 13 მილიონი.

 

ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის

კერძოდ:

საბრუნავი საშუალებების კომპონენტი - 5 000 ლარი - 100 000 ლარი, სრული თანადაფინანსება - 17 %, თანადაფინანსების პერიოდი - 6 თვე.

ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი - 20 000 ლარი - 1 500 000 ლარი, თანადაფინანსება - 11-12 %; თანადაფინანსების პერიოდი - 48 თვე

სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი - 1 500 001 ლარი - 5 000 000 ლარი, თანადაფინანსება - 10%, თანადაფინანსების პერიოდი - 24 თვე.

იზრდება ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება:

8%-ის ნაცვლად სესხის თანადაფინანსების კომპონენტი ხდება 11%;

ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვლად, ხდება 12%;

ბიუჯეტი 74 მილიონი - დამატებით გამოიყო 7.4 მილიონი ლარი.

 

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

კერძოდ:

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანადაფინანსება - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.

დახმარება კოოპერატივებს ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.

კოოპერატივებისათვის აღჭურვილობა/დანადგარების დაფინანსება - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.

ბიუჯეტი 1.5 მილიონი ლარი.

აგროდაზღვევა


კერძოდ:

სადაზღვევო რისკები;

სეტყვა;

წყალდიდობა;

ქარიშხალი;

საშემოდგომო ყინვა.

პირობები:

მაქსიმალური ფართობი - 30 ჰა მარცვლეული 5 ჰა სხვა დანარჩენი.

თანადაფინანსება - 50% ვაზი 70% სხვა დანარჩენი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარი.

ბიუჯეტი 9 მილიონი ლარი.

ადგილობრივი მერძევეობის ხელშეწყობა

 

კერძოდ:

თანადაფინანსების პროგრამა:

რძის პირველადი წარმოება - პროცენტული წილი 80% თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი

რძის შემგროვებელი პუნქტები პროცენტული წილი - 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 137 000 ლარი

რძის შემგროვებელი პუნქტები (საზაფხულო) - პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი

რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1 ტონამდე წარმადობით - პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 39 000 ლარი

რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1-10 ტონამდე წარმადობით პროცენტული წილი - 40%, თანადაფინანსება არაუმეტეს 130 000 ლარი

პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება პროცენტული წილი - 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 195 000 ლარი.

ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება პროცენტული წილი - 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 52 000 ლარი.

ბიუჯეტი 42 მილიონი ლარი.

გრანტები კოოპერატივებისთვის

 

კერძოდ:

თაფლისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება 70%-ით შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

გორი

ახალქალაქი

დმანისი

დუშეთი.

მევენახეობისა და მერძევეობის დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა - თანადაფინანსება 90%, 150 000 - 500 000 ლარის ლიმიტებში.

მაღალმთიან რეგიონებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 5%-ის თანადაფინანსება;

სოფლის მეურნეობის ყველა მიმდინარე სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 10%-ის თანადაფინანსება.

პირდაპირი და სექტორული დახმარება ფერმერებს

 

პირდაპირი დახმარებები, კერძოდ:

აგრობარათები;

აგროდიზელი;

მელიორაცია;

აგროკრედიტი;

საბრუნავი კომპონენტი.

სულ მხარდაჭერა 1 ჰა-ზე - 850 ლარიდან 1700 ლარამდე.

დახმარებას მიიღებს 200 000-მდე ფერმერი.

 

სექტორული დახმარება ფერმერს:

50% - იანი გრანტი ტექნიკისთვის სათბურებისთვის სარწყავი სისტემებისთვის;

80% -მდე გრანტი მერძევეობისთვის;

17% - მდე თანადაფინანსება სესხებზე - ახალი საბანკო შეღავათები;

70% - იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე;

15 000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ