დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"რაც უფრო ჯიუტი იქნება ხელისუფლების ეს პოზიცია, კიდევ უფრო მწვავე იქნება რეაქცია" - ეკა ბესელია 13.05.2020 15:10

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, რაც უფრო ჯიუტი იქნება ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებების დროს პოლიტპატიმრებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, ეს საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო მეტ შეფასებებს გამოიწვევს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებას, რომლის თქმითაც, დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

 

„ეს არის პასუხი და რეაქცია იმ ძალიან გამომწვევ და არაკვალიფიციურ, არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე, რომელიც ჰქონდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, როდესაც მათ თქვეს, რომ საერთოდ არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი მოლაპარაკებების დროს. რაც უფრო ჯიუტი იქნება ხელისუფლების ეს პოზიცია, ამას მოჰყვება სხვა განცხადებებიც და კიდევ უფრო მწვავე იქნება რეაქცია. ამიტომ თუ არ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღოს საერთაშორისო საზოგადოებისგან კიდევ უფრო მასშტაბური შეფასებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სიჯიუტე და ასეთი პოზიციის არჩევა არის ძალიან საზიანო,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, მაიკლ გელერი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

 

„ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“,- წერს გელერი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ