დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"თუ საქართველო უკრაინისათვის გაქრება, უკრაინელ ხალხზე ეს არ აისახება, მაგრამ თუ უკრაინა გაქრება საქართველოსთვის, ეს ქართველ ხალხზე ცუდად აისახება" 13.05.2020 16:15

ნინო ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"თუ საქართველო უკრაინისათვის გაქრება, უკრაინელ ხალხზე ეს არ აისახება. მაგრამ თუ უკრაინა გაქრება საქართველოსთვის, ეს ქართველ ხალხზე ცუდად აისახება – დაცარიელებული დახლებით, მასობრივი შიმშილით,“ - როდესაც ამას ამბობს ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ორჯერ (თანაც - სუპერსაპრეზიდენტო მოდელით) და ამის პარალელურად, თავს იწონებს, ჩემამდე ის სახელმწიფო არ ყოფილა და ბოგანოები ხალხად ვაქციეო, იმას გარდა, რომ ის მენტალურად ჯანმრთელი არ არის (თუმცა მენტალური არასიჯანსაღის უტყუარი ნიშანი ის იყო, ცხინვალის რეგიონის დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებსა და ახალგორზე რომ თქვა, დავკარგეთ გამოუსადეგარი, ქვაღორღიანი მიწაო), რამდენი გზაც უნდა დაეგო და რამდენი იუსტიციის სახლი უნდა აეშენებინა, ის არასდროს ყოფილა და ვერც იქნება ამ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. მუდამ უცხო სხეულად დარჩება, როგორც დაქირავებული მებრძოლი ნებისმიერის ომში, ვინც მას ფულს გადაუხდის.


აქამდე ვიკავებდი თავს, დამეწერა, მაგრამ მისით მოხიბლულებსაც მენტალური პრობლემა აქვთ.


P. S. გახსოვთ, ხომ, ჩემი კედლის წესები?


- ვწერთ კომენტარს კორექტულად, უხამსობისა და შეურაცხყოფის გარეშე,
- აზრს გამოვთქვამთ მხოლოდ სტატუსში დაწერილ შინაარსზე,
- თუ საკუთარი აზრების წერა გვინდა, ამისთვის ვიყენებთ საკუთარ კედელს.


გმადლობთ." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ