დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„პოლიტიკურ დავალებებს სასამართლოს ვერ მისცემდა ვერავინ - ასეთ დაპირებაზე ჩვენ თანხმობა არ მიგვიცია არცერთ მოლაპარაკებაზე“ 13.05.2020 20:46

საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების თაობაზე ხელისუფლების მხრიდან დაპირება არ ყოფილა, რადგან „მმართველი გუნდი სასამართლოს ვერ მისცემს მითითებას, თუ ვინ დაიჭიროს ან გაათავისუფლოს“. როგორც თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ორ ნაწილად იყოფა: „ერთი არიან ადამიანები, ვინც ობიექტური მოსაზრებებით გამოირჩევიან, ხოლო მეორე ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პოლიტიკოსები არიან“.

 

„ასეთი დაპირება არ ყოფილა. ასეთ დაპირებაზე ჩვენ თანხმობა არ მიგვიცია არცერთ მოლაპარაკებაზე, პირიქით - ყველა მოლაპარაკებაზე ჩვენი პოზიცია იყო სრულიად საპირისპირო. კანონის უზენაესობის პრინციპი არის ის, რომ პოლიტიკური პარტია, ვერც პარლამენტი, სასამართლოს და პროკურატურას ვერ მისცემს ვერანაირ მითითებას ვინმეს დაპატიმრების ან გათავისუფლების შესახებ. ამიტომ ამ პირობას ვერ მივცემდით. ეს გასაგები უნდა იყოს ყველასთვის. ეს ძალიან კარგად ესმით ევროპაშიც, რადგან ევროსტრუქტურები, რომელსაც წარმოადგენენ ჩვენი მეგობრები, ამ პრინციპების ერთგულები არიან. პოლიტიკურ დავალებებს სასამართლოს ვერ მისცემდა ვერავინ. შესაბამისად, ეს შეთანხმებაში ვერ და არ იქნებოდა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრებს და მაღალი პროფილის საქმეებს, აქ ჩვენ მივმართეთ ევროსტრუქტურებს, ვთხოვეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლა, რათა შეესწავლათ ეს საქმე და თავად გამოეტანათ დასკვნა, იყო თუ არა აქ რაიმე არაობიექტური გადაწყვეტილება მიღებული და იყო თუ არა რაიმე ფაქტი გაყალბებული, რადგან მთელმა საქართველომ იცის რეალურად რასთან და ვისთან გვაქვს საქმე და არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ შეტევას ახორციელებდნენ პარლამენტზე პოლიტპატიმრის სტატუსს ამოეფარონ. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი მეგობარი და ვინც განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, ამას ექნებოდა ადეკვატური რეაქცია და ვერავითარი პოლიტპატიმრის სტატუსი ვერ ექნებოდა ადამიანს გერმანიაში, რომელიც ბუნდესტაგზე ძალადობრივ შეტევას განახორციელებდა, ისევე, როგორც ვერ ექნებოდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ადამიანს, ვინც დედაქალაქის ბიუჯეტის 10% -ს გაფლანგავდა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ