დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ვიმღერე მელიქიშვილის გამზირი და იქ ამბავი ატყდა, მოიტანეს პურ-მარილი, ვიქეიფეთ სამორიგეოში და სულ პიუ-პაოთი მიმიყვანეს სახლში“ 13.05.2020 21:06

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ ინფორმაციას ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და ერთ ამბავს იხსენებს:

 

„ზურამ მომიყვა ერთხელ, დოიჯაშვილმა, პატარა ბიჭი ვიყავი,  ჯერ არ ვიყავი ცნობილი მომღერალი, სოლოლაკში ბიჭებმა ვიჩხუბეთ და მთაწმინდის პოლიციაში შეგვაგდეს კამერაშიო, იქიდან ვყვირივარ, არ ვარ ხულიგანი, მომღერალი ვართქოო. დაიწყეს სიცილი, ბიჭო, შენ ვერ ლაპარაკობ და რა უნდა იმღეროვოო, მოვატანინე გიტარა, ვიმღერე მელიქიშვილის გამზირი და იქ ამბავი ატყდაო, მოიტანეს პურ-მარილი ვიქეიფეთ სამორიგეოში და სულ პიუ-პაოთი მიმიყვანეს სახლშიოო. ასეთი კეთილშობილი ადამიანი არ არსებობს შოუ ბიზნეში, უბოროტო, კეთილი, ძმაკაცების გამო სულს და გულს ამოიღებს, კაცია თბილისელი, ნაღდი გულიანი!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ