დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„მე შოკირებული და შეძრწუნებული დავრჩი, როდესაც ავღანეთში საავადმყოფოზე თავდასხმის ამბავი მოვისმინე - ამ დროს მსოფლიო მედდების საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა“ 13.05.2020 22:16

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, ქაბულში სამშობიარო სახლში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა, რა დროსაც 25-მდე ადამიანი დაიღუპა. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მოქალაქეები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ თავდასხმის სამიზნე.

 

„მაშინ, როდესაც მსოფლიო მედდების საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, მე შოკირებული და შეძრწუნებული დავრჩი, როდესაც ავღანეთში საავადმყოფოზე თავდასხმის ამბავი მოვისმინე, რამაც მედდების, დედებისა და ბავშვების დაღუპვა გამოიწვია. მოქალაქეები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნე. ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელობა და მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ჯანმრთელობისთვის და ჯანმრთელობა მშვიდობისთვის და ის ჩვენ ახლა გვჭირდება. გლობალური პანდემიის პერიოდში, მე მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ გვერდზე გადადონ პოლიტიკა და პრიორიტეტად აქციონ მშვიდობა, მსოფლიოში ცეცხლის შეწყვეტა და ამ პანდემიის ერთად დასრულება“, - განაცხადა გებრეიესუსმა და მან წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თავდასხმის დროს გარდაცვლილებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ