დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„გაუმართავი ქართულით შედგენილი შეთანხმების მთავარ გაურკვევლობას წარმოადგენს ციტატა, რომელსაც ორივე მხარე თვისებურად იყენებს“ - რა წერია 8 მარტის შეთანხმებაში? 13.05.2020 23:36

ბიძინა გიორგობიანის ბლოგი:

 

სისხლიან რევოლუციას მოწყურებულ ჯგუფებთან, გაუმართავი ქართულით შედგენილი შეთანხმების, მთავარ გაურკვევლობას წარმოადგენს ციტატა, რომელსაც ორივე მხარე თვისებურ ინტერპრეტააციას უკეთებს. შეთნხმებაში ვკითხულობთ: 


"მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით".


ამ შეფარულ და ბუნდოვან ტექსტში არსებობს რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა.


1) რა ქმედებებია, რომელთა ჩამონათვალიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოს პოლიტიზაცია?
2) ვინაა აღჭურვილი უფლებით, საკუთარი აღქმის ორგანოებით განსაზღვროს, სასამარლოს პოლიტიზაცია?
3) სად, როდისაა გამოქვეყნებული და ვინაა ადრესატი, ან რა წერია პრეზიდენტის წინადადებაში, რომელიც ტექსტის მიხედვით "მზადაა ხელი შეუწყოს თვისუფალ არჩევნებს"?
4) რატომ მიიღო მსგავსი გაურკვეველი ტექსტი, ევროკავშირთნ ასოცირებისა და მაღლი სტანდარტებისაკენ მიმავალმა ქვეყანამ, სადაც სასამართლო, სააჩევნო პროცესები და პროცესების პოლიტიზაცია ერთ კონტექსტშია ნახსენები?
5) მოლაპარაკებების დროს, გარკვეული პირების გვარების ხსენება "პოლიტპატიმრის" კონტექსტში, იყო თუ არა საფუძველი, რომ საარჩევნო შეთნხმების მეორე ნაწილში, გაჩენილიყო გაურკვეველი შინაარსისა და დანიშნულების ჩანაწერი?
5) შეთნახმების მხარეებს წარმოადგენენ; მმართველი პარტია, ფასილიტატორები და ოპოზიცია, მაგრამ სადაა მათი ლეგიტიმაცია, ანუ ამომრჩეველი?
6) რა შეთანხმება შეიძლება შედგეს პირდაპირი დემოკრატიის გვერდის ავლით "პარტიებთან", რომლებიც არჩევნებში ან არ მონაწილეობენ, ან არ სარგებლობენ ამომრჩევლის ელემენტარული მხარდაჭერით?
7) იზიარებს თუ არა შეთნხმების ყველა მხარე ერთ-ერთი ფასილიტატორის, გერმანიის ელჩის აქ მოტანილ მოსაზრებას?

 

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩის განცხადებას: "​პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება,"- განაცხადა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეკითხვაზე - "არსებობენ თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები. "პოლიტიკური პატიმარი, როგორც ამ ტერმინს "ამნესტი ინტერნეიშენალი" განმარტავს, არის ადამიანი, ვისაც თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი საშუალებებით დევნიან და ციხეში სვამენ. ტერმინი "პოლიტიკური პატიმარი" არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. მან ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი რთული იყო, რადგან მხარეები პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა თქვა, რომ ამის მიუხედავად, შედგა ისეთი ტექსტი, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ