დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველო საზღვრებს აღებს: წავლენ თუ არა აზერბაიჯანელები მეზობელთან დასასვენებლად? 14.05.2020 12:18

ბაქოს გამოცემა «Зеркало»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო საზღვრებს აღებს: წავლენ თუ არა აზერბაიჯანელები მეზობელთან დასასვენებლად?“.


გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:


 „მაშ ასე - ქართველები პანდემიური კრიზისის შემდეგ ტურისტებს ხელგაშლილი ზვდებიან და ადასტურებენ ქვეყნის სტატუსს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებშია შესული.


როგორ აისახება აზერბაიჯანზე საქართველოს მიერ საზღვრების გახსნა?


საქართველოს საზღვრების გახსნა უდაოდ გამოიწვევს დადებით დინამიკას ჩვენს ქვეყანაშიც. სხვათა შორის, ძალზე მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ აზერბაიჯანელები საქართველოს დათვალიერება-მოგზაურობის მხრივ ტურისტულ რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შევიდა.


აზერბაიჯანის ტურისტული სააგენტო «Vizit Tur»-ის დირექტორმა სვეტლანა ჰუსეინოვამ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია: „სიტუაცია მუდმივად იცვლება. თურქეთმა, მაგალითად, საზღვრების გახსნის ვადები რამდენჯერმე გადაიტანა. ამიტომ ბილეთების ყიდვა ჯერ არ დაწყებულა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანელები ევროპაში სამოგზაუროდ მაინცდამაინც არ იჩქარებენ, მაგრამ რადგანაც ადამიანებს დასვენება სურთ, ზოგიერთებმა უკვე შვებულებების გატარება საქართველოში  დაგეგმეს. მჯერა, რომ თუ საქართველო პირველი ივლისიდან საზღვრებს გახსნის, ამით ბევრი აზერბაიჯანელი ისარგებლებს და მეზობლისაკენ გაეშურება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოქმედება მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისათვისაც“, - აღნიშნა ექსპერტმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოგზაურობა აზერბაიჯანელებისთვის იმითიც არის მოსახერხებელი, რომ შეიძლება ავტომობილით იმოგზაუროს, ანუ ავიარეისების განახლებაზე არ იყოს დამოკიდებული.


წყარო: https://zerkalo.az/gruziya-otkryvaet-granitsu-azerbajdzhantsy-rinutsya-k-sosedyam-na-otdyh/

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ