დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ოპოზიცია ივანიშვილისაგან პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს: მმართველ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების პირობების დარღვევას აბრალებენ 14.05.2020 12:27

რუსული გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ოპოზიცია ივანიშვილისაგან პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს: მმართველ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების პირობების დარღვევას აბრალებენ“.


პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა: ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება არღვევს ამა წლის 8 მარტს, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებას და პოლიტპატიმრებს - ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას და გიორგი რურუას - არ ათავისუფლებს. თავის მხრივ, მმართველი პარტია განმარტავს, რომ რომელი პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან? ჩამოთვლილი პირებმა დაარღვიეს საქართველოს კანონები და ისინი ბრალდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით, ოპოზიცია კი მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს (საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო გადატრიალების საჯარო მოწოდებებისათვის, თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა-განიავებაში, ხოლო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ აქციონერი გიორგი რურუა - ცეცხლმსროლელი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებაში).


წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-05-13/5_7859_georgia.html

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ