დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კავკასიური საოცნებო ტური: მოგზაურობა საქართველოში 14.05.2020 12:57

 

გერმანულ ჟურნალში «Outdoor-Magazin»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კავკასიური საოცნებო ტური: მოგზაურობა საქართველოში“.

 

პუბლიკაციაში ვრცლადაა მიმოხილული საქართველოს ბუნება, სხვადასხვა რეგიონების ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ ობიექტებს, ლანდშაფტს.

 

განსაკუთრებით ყურადღება აქვს დათმობილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, მის პოტენციალს, მასში მობინადრე ცხოველებს, მცენარეებს, ტურისტებისთვის შექმნილ პირობებს. აღნიშნულია, რომ პარკი 1995 წელს შეიქმნა გერმანიის მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის საფუძველზე.


სტატიაში საუბარია აგრეთვე მე-14 საუკუნეში აგებული წმინდა სამების ეკლესიაზე, რომელიც დიდებულად მოცანს „ჩამქრალი თოვლიანი ვულკანის - ყაზბეგის მთის ფონზე“. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ყაზბეგი უკანასკნელად ამოიფრქვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 750 წელს.


სტატიაში გადმოცემულია შთაბეჭდილებები სვანეთის სოფელ უშგულის შესახებაც, რომელიც  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი: „უშგული ცნობილია თავისი თავდაცვითი კოშკებით, მაგრამ ტურისტებს სვანეთში ძირითადად მაინც იქაური ღრმა ხეობები და დათოვლილი მწვერვალები იზიდავს“.


წყარო: https://www.outdoor-magazin.com/wanderwege/wandern-in-georgien/

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ