დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ტენდერს გავმართავთ - პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა" 14.05.2020 13:27

პოსტკორონა პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, პოსტკრიზისულ პერიოდში ინვესტორების ნომერ პირველი არჩევანი იყოს.

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი. პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია აწყობილი იქნება , რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ცვლის თავის წარმოების ლოკაციებს. ხდება გადატანა ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან წარმოების და ჩვენ გვაქვს შესაძლებობა, რომ ვიყოთ მათთვის ნომერ პირველი არჩევანი და ჩვენთან გადმოვატანინოთ დივერსიფიკაციის პროცესში წარმოებები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია იმით, რომ ვართ სწორ გეოპოლიტიკური მდებაროების ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, პოსტკრიზისულ პერიოდში უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს და ნებისმიერ საპორტო ინფრასრუქტურას, რაც იქ განვითარდება. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ტენდერს გავმართავთ, ამაზე ვმუშაობთ. რაღაც პერიოდი ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ პირველივე შესაძლებლობის შემთხევავაში განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინტიტუტებთან და ტენდერს აუცილებლად გავმართავთ. პოსტკორონა პერიოდში ამ მიზეზით რომ ჩვენი ლოგისტიკური მდებარეობა არის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა, თუ რატომ გადმოვლენ აქ კომპანიები, ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა, ხოლო როგორც სტრატეგიული პროექტი ჩვენთვის ეს კვლავაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ