დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

Europa Press: პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა - საქართველო COVID-19-თან ბრძოლაში სამაგალითოა 14.05.2020 14:19

"პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა - საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სამაგალითოა" - ამ სათაურით სტატიას europa press-ის ესპანური გამოცემა აქვეყნებს.

"დასავლეთ აზიის და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით სამაგალითო მოდელი გახდა.

როგორ მოახერხა საქართველომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ეფექტურად? - ეს დროულად და ეფექტიანად გატარებული ღონისძიებების შედეგია.

ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საინფორმაციო კამპანია, ფრენების აკრძალვა, აეროპორტში მგზავრთა მონიტორინგი, კონტროლი სიმპტომებზე, საკარანტინო ზონების მოწყობა - ეს ღონისძიებები ქვეყანას ვირუსის სწორ მართვაში დაეხმარა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებთან ერთად, საქართველო მოქმედებდა საკუთარი პროტოკოლის შესაბამისად, რაც გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ქვეყნის მიერ არჩეული სტრატეგიის წარმატების ფორმულა ყველა საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირება გახდა", - წერს ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ