დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 14.05.2020 21:05

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია და კონტაქტებიც მოძიებულია. „გუშინ 131 ნიმუში იყო აღებული, ამ დროისთვის 81 ადამიანის პასუხი არის ცნობილი, დანარჩენის მოგვიანებით გვექნება. 15 შემთხვევა დაფიქსირდა. 8 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში და 7 სოფელ მუშევანში. მათი პირველწყარო და კონტაქტები დადგენილია. ინფიცირებულები სოფელ გეტადან გაყვანილები არიან“,-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ