დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„სადაც უნდა ვიყო, ყველაგან შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარგი შედეგი 100%-ით საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს ყველა ჯაჭვის დამსახურება“ 14.05.2020 22:30

“არცერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ შეუძლებელი გააკეთა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბატონ თენგიზთან ერთად შეუძლებელი გააკეთა და ამისთვის მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. თითოეული ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა – ადეკვატური იყო. მთავრობამ ამოცანა დასვა და დღეს ამ ამოცანის პასუხს ვიგებთ და ამის ერთ-ერთი მაგალითია ინფიცირებულების, გამოჯანმრთელებულების და ლეტალობის რაოდენობა. სადაც უნდა ვიყო, ყველაგან შემიძლია ვთქვა, რომ ეს კარგი შედეგი 100%-ით საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს ყველა ჯაჭვის დამსახურებაა“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ