დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მიხეილ სააკაშვილი და მისი ძველი მეგობარი კუბილიუსი - რეფორმატორები პეტრე პოროშენკოს საკონსულტაციო საბჭოდან 15.05.2020 00:46

ევროპარლამენტის წევრის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკულ წერილს კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისკენ არის მიმართული. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს, ის ევროკავშირის ნდობას დაკარგავს, ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერასთან. ამის შესახებ კუბილიუსმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის, კანონის უზენაესობის კუთხით. 

 

კუბილიუსი, როგორც თვითონ აცხადებდა, მიხეილ სააკაშვილის ძველი მეგობარია და მასთან ერთად მონაწილეობდა უკრაინაში რეფორმების გატარების ღონისძიებებში. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი 2015 წელს დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილის თხოვნას, გამხდარიყო უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის საბჭოს წევრი. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა: „საღამოს დამირეკა ჩემმა ძველმა ახლობელმა მიხეილ სააკაშვილმა. ამ დროისათვის ის არის პეტრე პოროშენკოს საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი. ეს საბჭო საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. სწორედ ამ საბჭოში მიმიწვია. საბჭოს შემადგენლობა შთამბეჭდავია. მე თანხმობა განვაცხადე.“  მიხეილ სააკაშვილი პეტრე პოროშენკოს საკონსულტაციო საბჭოს ხემძღვანელად 2015 წლის 13 თებერვალს დაინიშნა. პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს იყო რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო. მისი მთავარი ამოცანა იყო, საუკეთესო უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით, რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა უკრაინაში რეფორმების გასატარებლად.   

 

ამონაწერი მისხეილ სააკაშვილის ფეისბუკ-გვერდიდან: 2012 წლის აპრილში ლიტვის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ყვარელში მიხეილ სააკაშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოსა და ლიტვას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლიტვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური საჩუქარიც გადასცა - საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ოფიციალური ლიტვური დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს.

 


 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ