12:15 15.05.2020
"რაც მეტად მიაწვებიან ასეთ გაფუჭებულ ინტერპრეტაციას და ხმამაღლა იყვირებენ "პოლიტპატიმრებზე", მით უფრო მეტად მოხდება უცხოელი დიპლომატების გასვრა"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"8 მარტის შეთანხმების ტექსტში სიტყვა-სიტყვით ეს წერია: 


"მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.


მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.“


ვინც მიიჩნევს, ეს ტექსტი იმას გულისხმობს, რომ პრეზიდენტს ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა უნდა შეეწყალებინა, რადგან თურმე პოლიტპატიმრები არიან და რახან ეს არ მოხდა, მაშასადამე, "ოცნებამ" "გადააგდო", უეჭველად ღირსია, რომ ასე გადაგდებული დარჩეს მარად!


რუსები ამბობნენ - "კაჟდი პანიმაეტ პო მერე სვოეი ისპორჩენნოსტი" - 


ამ "ისპორჩენების", ე.ი. ქართულად - გაფუჭებულების მიერ ამ შეთანხმების მსგავსი ინტერპრეტაცია, რომ თურმე მისი ნამდვილი კონტექსტი პოლიტპატიმრების გათავისუფლების დაპირებაა,  ლოგიკურად  ამას ნიშნავს: უცხოელი დიპლომატები ყოვლად სამარცხვინო კულუარული გარიგების მონაწილენი ყოფილან. ეს ცხადია, რადგან ხალხის ზურგს უკან და სამართლის მიღმა ყოველი ასეთი გარიგება - იმთავითვე სამარცხვინოა!


ასევე: რაც მეტად მიაწვებიან ასეთ გაფუჭებულ ინტერპრეტაციას და ხმამაღლა იყვირებენ "პოლიტპატიმრებზე", მით უფრო მეტად მოხდება უცხოელი დიპლომატების გასვრა და ასევე, მით ნაკლები შანსი დარჩება პრეზიდენტს, მართლაც რომელიმე მათგანი ოდესმე შეიწყალოს. ასეთი შეწყალების აქტის გამოცემა უკვე მისი მადისკრედიტირებელი იქნება, რაზეც, ცხადია, ქ-ნი პრეზიდენტი არასდროს წავა. 


ნაცების "გადაგდება", მსგავსი კულუარული გარიგებისას, ნამდვილად ასეც რომ იყოს, ჩემთვის "გრეხი" არ არის - პირიქით! არც ისეთი დიპლომატების, რომლებიც თურმე სამარცხვინო გარიგებებზე წამსვლელი ყოფილან, მოტყუება არ არის მაინცადამაინც დიდი ცოდვა;. აქაც პირიქით: თუ ეს ასეა, აფერუმ "ოცნებას": გადასაგდები უნდა გადააგდო, გაფუჭებული "ხიტრაჟოპებისთვის" კი, როგორც ძველი რუსული ანდაზა ამბობს "ხუი ს ვინტომ" - ალალია!"- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge