დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ვენეციის მახლობლად ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა 15.05.2020 16:31

იტალიაში, ვენეციის მახლობლად ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, საწარმოში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია, რომლის მიზეზიც ჯერ დადგენილი არ არის. აფეთქების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებლებს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრები დაეხურათ.

 

მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი 10 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ადგილზე 8 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ