დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი“ 15.05.2020 20:48

მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის.

 

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო, ჩემი პასუხისმგებლობით. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალურ ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესეც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას. ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებს და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებ!„ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ