დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„ჩვენ არ გვგონია, რომ ქვეყანას ჰქონდა შიგნით თუ გარეთ რაიმე ტიპის საფრთხეები - ამ წერილებს ხელი არ შეუშლია ჩვენთვის 2012 წლიდან მოყოლებული და როგორმე ამ ტალღასაც გადავაგორებდით“ 15.05.2020 21:48

სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ, შემოდგომაზე, პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ქართულ პოლიტიკას მოძალადეები და მკვლელები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ.

 

„ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არს ერთადერთი, სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

თუ ასეთი განზრახვა იყო და მე არ მეპარება ეჭვი პრეზიდენტის განზრახვაში, ამ განზრახვისთვის და მოტივაციისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ,- ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას, რომ „ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადააყოლებს.“ თუმცა, აქვე კობახიძე დასძენს, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით არ ფიქრობს, რომ აღნიშნული პირების ციხეში ყოფნით, რაიმე საფრთხე ემუქრებოდა ქვეყანას. მისივე თქმით, მსგავს წერილებს ისინი 2012 წლიდან იღებდნენ, თუმცა ამას რამეში მათთვის ხელი არ შეუძლია.

 

„თუმცა, რაც შეეხება საფრთხეებს, ამაში ვერ ვეთანხმებით, ჩვენ არ გვგონია, რომ ქვეყანას ჰქონდა შიგნით თუ გარეთ რაიმე ტიპის საფრთხეები. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გვახსოვს, რომ ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს, გვიგზავნიდნენ წერილებს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე. 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო ეს ყველაფერი. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დღეს იმ რეჟიმის კონკრეტული ლიდერები ზიან ციხეში და გარდა ამისა, არაერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით არის გაქცეული და მიმალული საქართველოდან და თავს აფარებს სხვა ქვეყანას. ეს არის რეალობა, ამ წერილებს ხელი არ შეუშლია ჩვენთვის 2012 წლიდან მოყოლებული და როგორმე ამ ტალღასაც გადავაგორებდით, ეს არ იყო მაინცდამაინც დიდი ტალღა როგორც ხედავთ, თუმცა, როგორც ჩანს პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,“- განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ