დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„პატივცემულო "პოლიტექსპერტებო", თავს ასე რატომ იბანძებთ ხოლმე? - ახლა თუ გააპროტესტებთ "ოცნების" მხრიდან დემოკრატიის ამ ფუნდამენტური პრინციპების შელახვას - გელოდებით!“ 15.05.2020 22:20

ირაკლი მელაშვილის პოსტი:

 

„სერიოზულად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური მაზოხიზმის მიზეზები მეცნიერულად არის შესასწავლი. ახლა მაინტერესებს იმ "ექსპერტების" პოზიცია, ბოლო დღეების განმავლობაში პირზე ქაფმომდგარი განცხადებებს რომ აკეთებდნენ, ამ პატიმრების გათავისუფლება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა იქნებაო, ახლა თუ გააპროტესტებენ "ოცნების" მხრიდან დემოკრატიის ამ ფუნდამენტური პრინციპების შელახვას. გელოდებით! P.S. სულ მაინტერესებს, პატივცემულო "პოლიტექსპერტებო", თავს ასე რატომ იბანძებთ ხოლმე? პოლიტიკოსებს ეჯიბრებით მაზოხიზმში?“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ