ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე. მე აღარ ვაპირებ არც ნიშნის მოგებით განცხადებების და არც რამე რევანშისტული განცხადებების კეთებას, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საპატიმროს დატოვებისას განუცხადა. მისი თქმით, საჭიროა საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით ისეთი გზავნილების გაჟღერება, რომ ქვეყანა დამშვიდდა და არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდება.
„ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე. დასავლეთში აქედან საჭიროა ერთობლივი გზავნილები, რომ ქვეყანა დამშვიდდა და ყველაფერი კარგად მიდის, არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. ამისთვის ყველამ უნდა მოვინდომოთ. ამიტომ მე აღარ ვაპირებ არც ნიშნის მოგებით განცხადებების კეთებას, არც რამე რევანშისტული განცხადებების კეთებას. სიმშვიდეა საჭირო და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge