დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ახალ ტერმინს ვამკვიდრებ: პოლიტიკური კლეპტომანები - საქართველოში გვყავს პოლიტიკური კლეპტომანები, რომლებიც იპარავენ ყველაფერს: ხალხის ნდობას, ამომრჩევლის ხმას, ბიუჯეტის ფულს...“ 15.05.2020 23:24

ბონდო მძინარაშვილის ბლოგი „პოლიტიკური კლეპტომანები“:

 

კორონაცების აქტიურობა არ მიკვირს, - მათთვის უგულავას შეწყალებას საკრალური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როცა სხვა პოლიტიკოსებიც მოითხოვენ ბიუჯეტის ქურდის პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გამოშვებას, ეს რა არის, - ახალი "პოლიტიკური კლასტერი"?! ახლა თუ ბიუჯეტის ქურდ უგულავას პოლიტპატიმრად აცხადებენ, რატომ არ არიან პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" ის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებმაც ასევე დააზარალებს ბიუჯეტი და ამისთვის დააპატიმრეს?! ისინიც ხომ პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ?! იქნებ, ეს ოპოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ უგულავასთვის ყველა ცოდვის ჩამოწერით თვითონაც ჩამოეწერებათ ცოდვები?! ახალ ტერმინს ვამკვიდრებ: პოლიტიკური კლეპტომანები! დიახ, საქართველოში გვყავს პოლიტიკური კლეპტომანები, რომლებიც იპარავენ ყველაფერს: ხალხის ნდობას, ამომრჩევლის ხმას, პოლიტიკურ თანამდებობას, ბიუჯეტის ფულს... ყველაფერს... ყველაფერს! და შემდეგ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, მწყაზარი სახეებით სხდებიან სატელევიზიო სტუდიებში და ნეტარად საუბრობენ მაღალ იდეალებზე! ქართული პოლიტიკიდან კლეპტომანები უნდა გავრეკოთ, თუ ქართული სახელმწიფოს შექმნა გვინდა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ