დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

„ჩვენ არც პრეზიდენტის, ასევე სხვა დამოუკიდებელი სისტემის, სტრუქტურის კომპეტენციაში არასდროს ჩავერევით - ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით“ 15.05.2020 23:52

აბსოლუტური უმეცრებაა რურუას შეწყალებაზე საუბარი, რადგან ელემენტარულად, მსჯავრდებული არ არის და კანონი ასეთს არ ითვალისწინებს, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია შეიწყალო ბრალდებული პირი.

 

„როდესაც ნებისმიერ მათგანთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გავახმოვანეთ, შემთხვევით არც ერთი სიტყვა და არც ერთი წინადადება არ გვითქვამს. ჩვენ ვერ ჩავერევით ვერცერთი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში. ეს რომ ასე არ არის ხოლმე არადემოკრატიულ ქვეყნებში, ისინი თავად საუბრობენ ამაზე. ამ სიმართლეს ჩვენ ყოველთვის გავიტანთ და ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას, რომ ჩვენ არც პრეზიდენტის, ასევე სხვა დამოუკიდებელი სისტემის, სტრუქტურის კომპეტენციაში არასდროს ჩავერევით. ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ