დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა 16.05.2020 12:05

ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასესხო დახმარება 10 ქვეყანაზე გაიცემა, მათ შორის საქართველოზეც. კერძოდ, აღნიშნული პაკეტით, ყველაზე მეტ თანხას 1,2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს. საქართელოსთვის გამოყოფილი სასესხო პაკეტი კი 150 მილიონ ევროს შეადგენს. ქვეყნებს შორისაა: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, ტუნისი და ალბანეთი. პარლამენტის აღნიშნულ პროექტს 547-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ამჯერად გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ