დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„ნურც ნაცების მომხრეები ამოხტებით სიხარულით საკუთარი ფეხსაცმელებიდან და ნურც „ოცნების“ ფანები დაიმშვიდებთ თავს, რაც მოხდა, წინასწარ გათვლილი პოლიტიკური სიბრძნის ნაყოფია!“ 16.05.2020 16:19

მერაბ ხაჩიძის ბლოგი:

 

მართლა ძაან მაგარია ამ აქციის ჩამფიქრებელი! რუსები ამას ვერ იზამდნენ და არც იზამდნენ, რადგან ისედაც რეიტინგგამოცლილ თავის ორ ფავორიტს მთლად რესურსის და პერსპექტივის გარეშე, საარჩევნო წელს სულელიც არ დატოვებს. ამ ფაქტმა კი სამუდამოდ მოუსპო პოლიტიკური მომავალი ნაცებსაც და ოცნებასაც და თავისთავად რუსულ პოლიტიკურ გავლენებსაც! ვისი რჩევით, ანდა, ვისი ძალდატანებითაც არ უნდა შეეწყალებინათ და გამოეშვათ ის ორი პატივცემული გვამი, მიზანი საქართველოში რუსული პოლიტიკის საბოლოო დასამარება იყო და ავტორმა ამ მიზანს აბსოლუტურად მიაღწია! - ნაცებს ისედაც არაფერი გააჩნდათ და ოცნებას თუ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი რეიტინგის ნასახი, ისიც გაუქრა!

 

თუმცაღა, ყველაფრის მიუხედავად, პირადად ჩემთვის გამოცანად რჩება ივანიშვილის ესოდენ და მისთვის პოლიტიკური კრახის (თუ ეს აკმარეს) მომტანი საქციელი! ასე რომ, ნურც ნაცების მომხრეები ამოხტებით სიხარულით საკუთარი ფეხსაცმელებიდან და ნურც ოცნების ფანები დაიმშვიდებთ თავს გამოგონილი ნუგეშით, რომ რაც მოხდა, წინასწარ გათვლილი პოლიტიკური სიბრძნის ნაყოფია! რუსულ პოლიტიკურ არენაზე აქამდე არგაგონილი ქაოსია! ამ და მომხდარის ფონზე კი ერთი ლოგიკური დასკვნა ჩნდება! - ნაცების და ოცნების არენიდან გასვლის შემთხვევაში დანარჩენ, მეათე და მეასეხარისხოვან, ნულოვანი ავტორიტეტის მქონე “პარტიებს” არათუ ხელისუფლებაში მოსვლის, საერთოდ, არსებობის პერსპექტივიდან, მისხალიც არ აქვთ! ამიტომ, უმოკლეს დროში ალბათ, ახალი, სერიოზული პოლიტიკური განაცხადის გამკეთებელ ჯგუფებსაც ვიხილავთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ