დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„გახარიას მთავრობა - პოსტ-კრიზისულ პერიოდში უკონკურენტოა და მისი რეიტინგი არ დგას "ნეგატიურ" პოლიტიკურ კონიუნქტურაზე - ცრემლების ღვრის საფუძველი, ნაცები გაძლიერდნენო, ნამდვილდ არ გვაქვს!“ 16.05.2020 17:05

დავით ზარდიაშვილის პოსტი:

 

ჯერ რა დროს არჩევნებია, მაგრამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ნაცების ბანაკს ერთ ხმასაც ვერ შეჰმატებს. მართლაც - აბა, ვინ გეგულებათ ისეთი, რომ აქამდე ნაცებს არ წყალობდა და ახლა, პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, მათი ამომრჩეველი გახდეს? მე - არავინ. დიახ, უკმაყოფილო ბევრია და შეიძლება "პატრიოტთა ალიანსს" "ოცნების" ხარჯზე მოემატოს ხმები, მაგრამ ეს ნაცებს ვერ გააძლიერებს. პირიქით - გაძლიერდება ანტი-ნაცური განწყობები. ესეც უეჭველია: გახარიას მთავრობის ძალიან მაღალ რეიტინგზე პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, რამაც "პოლიტიკური პატიმრების" იარაღად გამოყენების პრობლემა უნდა მოხსნას, რაიმე არსებითი გავლენა არ ექნება. გახარიას მთავრობა - სულ ცოტა, პოსტ-კრიზისულ პერიოდში, რაც ამ წელს ვერ დასრულდება, აბსოლუტურად უკონკურენტოა და რაც მთავარია: მისი რეიტინგი არ დგას "ნეგატიურ" პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. მისი მაღალი რეიტინგი კრიზისის ეფექტიანი მართვის გამოძახილია და ესაა მთავარი. ასე რომ, ვაი-ვიშისა და ცრემლების ღვრის საფუძველი, არიქა, ნაცები გაძლიერდნენო, ნამდვილდ არ გვაქვს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ