დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხარჯზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა 16.05.2020 20:35

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 683 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ეს ზრდა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული 6 ახალი შემთხვევით. აქედან 4 სოფელ გეტაში, 2 კი მუშევანშია. გუშინ აღებული 156 პირის საკვლევი მასალიდან, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით, კორონავირუსი 6 პირს დაუდასტურდა. ამ დროისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 145 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ორით გაიზარდა და 51-ი გახდა, გადაცვლილია 3.

 

ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360 პირი. 683 ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ