დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„მომრიგებლები ყველაზე წამყვანი დასავლური ფლანგი იყო, აშშ-ის, ევროკავშირის თუ გერმანიის სახით - ჩვენი ეკონომიკა სწორედ ამ ქვეყნების ფინანსურ დახმარებაზე დგას“ 16.05.2020 22:33

დღეს და დიდი ალბათობით მომავალ კვირაშიც წამყვანი თემა პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტი და ამ გადაწყვეტილების მიღების ფარული თუ ღია მოტივაციები იქნება. ფაქტიურად, ჩვენ უკვე მომავალ კვირაშივე შევდივართ პოსკორონულ დროშიც... ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ რასაც ტელეეთერით იტყვიან ყველაფერი სიმართლე არ იქნება, ყველაფერი სიმართლე არ იქნება არც ცალკეული უცხოელი დიპლომატების, კონგრესმენების თუ ევროპარლამენტარების მიერ ნათქვამი. დიპლომატიურ ენასაც თავის სფეციფიკა აქვს ხშირად. საერთაშირისო პოლიტიკაში მით უმეტეს აშშ-ში ლობიზმი არის დაშვებული და პოლიტიკური ცხოვრების ნაწილსაც წარმოადგენს და არც ეს უნდა გაგვიკვირდეს, ლობიზმის სიკეთეებს ჩვენც ხომ ვიყენებთ და თუ ახლა საგარეო ფლანგი ჩავარდა ამის მიზეზებიც ჯობია ადგილზე ვეძებოთ და არა ოკეანის გაღმა.

 

ახლა ემოციურ ფონზე ისრების დასავლეთზე გადატანა, ნეო კოლონიალიზმზე თუ ჩვენ დამოუკიდებლობაზე ეჭვის შეტანა კარგად უნდა დავფიქრდეთ საით მიდის და წაგვიყვანს. დასავლური პოლიტიკა საკმაოდ პრაგმატულ და რეალ პოლიტიკაზე იყო ყოველთვის აგებული, და არის დღესაც აგებული და ნაკლებად სენტიმენტალიზმზე...ჩვენ ეს მოგვწონს თუ არა. მაგრამ, თვისობრივად განსხვავებულია, ვიდრე სულხან- საბას დროს ან თუნდაც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ჩვენი ინტეგრაციაც ამ დასავლურ სამყაროში როგორც დღეს არის არასდროს ასეთი მაღალი არ ყოფილა! ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებაში მომრიგებლები გნებავთ ფასილიტატორები ყველაზე წამყვანი დასავლური ფლანგი იყო. აშშ-ის, ევროკავშირის თუ გერმანიის სახით. რაღაც დირექტივების იძულებაზე მსჯელობაც არ არის სწორი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ეკონომიკა სწორედ ამ ქვეყნების ფინანსურ დახმარებაზე დგას და ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა მთელ რეგიონში სწორედ ამ დახმარებების შედეგი იყო. ამ ქვეყნების დახმარებაზეა ანტიკრიზისული ეკონომიკიური სტიმულირების გეგმაც აღებული. ალტერნატივა არის რუსეთი და არც რუსული ჯარის შემოსვლა იქნება ფანტაზიის სფეროს ნაწილი და ნეო კოლონიალიზმი თუ რა არის მაშინ მართლა ვნახავთ. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებაც ამ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და არა ახლა იმაზე მარჩიელობით შეთანხმებული იყო თუ არა მართველ ძალასთან ან დეფინიციების კეთებით იყვნენ თუ არა ეს პირები პოლიტპატიმრები. ახლა ბურთი და მოედანი წმინდა საარჩევნო საკითხებზეა გადასული, და არჩევანსაც უკვე ქართველი ხალხი გააკეთებს და არა ვაშინგტონი თუ ბრიუსელი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ