დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ვგონებ, მოგვიწევს აშშ-ს საელჩოსთან მიბრძანება და პროტესტის გამოხატვა, სენტორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებებისა გამო - თუ გავატარებთ, უარესსაც შემოგვბედავენ“ 16.05.2020 23:03

გელა კურტანიძის პოსტი:

 

ეს არასდროს უნდა დავივიწყოთ:


"დედამიწას სამი რამე აკლია:
ცას კიბე,
ზღვას ხიდი,
ადამიანს კი სამართალი."


სულ ტყუილია მოლოდინი, რომ ვიპოვით კიბეს, რომელსაც გადავდებთ ატლანტის ოკეანეზე და იქიდან სამართალი გადმოგორდება: ვერ აღმოჩნდება აშშ-დან საქართველოში ის, რაც თავადვე არ გააჩნიათ.. სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდგომ, რაც ქართველი საქმოსნები საქმეების ჩასაწყობად მოსკოვში მიემგზავრებოდნენ, ქართული კონიაკითა და ღვინით სავსე ყუთებით.. მე რასაც ვხედავ, იანკი პოლიტიკოსები გაცილებით დეზლები არიან რუსაპეტა ფუნქციონორებთამ შედარებით და მათთან "მანავის მწვანეს" ყუთით ვერაფერს გავხდებით, ადგილობრივი "მწვანეთი" სავსე ყუთები ურჩევნიათ..
და კიდევ, ისევე როგორც მოსკოვის ცეკაში იყვნენ ქართველმოძულე პარტიული ფუნქციონერები, არაა გამორიცხული, რომ ვაშინგტონშიც აღმოჩნდნენ ეგეთები.. თუმცა, მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, ისეთებიც იქნებიან, პოლიტიკის კეთებაში ადამიანობა რომ არ დაუკარგავთ. მათი მოძიება და ურთიერთობის დალაგებაა საჭირო.. უფრო მეტიც, აუცილებელია, აუცილებელი!!! ბარემ ამასაც გეტყვით ისე, ჩვენში რომ დარჩეს: ვგონებ, მოგვიწევს აშშ-ს საელჩოსთან მიბრძანება და პროტესტის გამოხატვა, სენტორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ ყოვლად უგვანო, თახსირი და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებებისა გამო.. თუ გავატარებთ, უარესსაც შემოგვბედავენ, ასე მგონია მე..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ