დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ადგა ვიღაც კაცი ამერიკაში, მოსწერა საქართველოს პრეზიდენსტს, გაათავისუფლეთ ოქრუაშვილიო და მანაც გაათავისუფლა - ასეთ დროს ყველაფერი კარგავს აზრს, რაც აქამდე აქ გასულდგმულებდა“ 17.05.2020 15:34

ლია ტოკლიკიშვილის პოსტი:

 

დილით ადრე დამირეკა. ისეთი ხმა ჰქონდა, მეგონა, ვიღაც გარდაეცვალა... თუმცა თავიდან დავიწყებ: მთავარი, რის გამოც არ გამოვეხმაურე პრეზიდენტის მიერ ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებას, ჩემი დამოკიდებულებაა პატიმრობის, როგორც ადამიანის ყველაზე უუფლებო მდგომარეობის მიმართ. ცხადია, ყველაზე მეტი ჩვენ გვაქვს სათქმელი თითოეულ მათგანზე, ვინც შეიწყალეს, ან ვისაც შეიწყალებენ (იმავე საფუძველზე) - ჟურნალისტებს, რომლებსაც 90-იანი წლების ჟორიკაც გვახსოვს, ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩასვრებიც კოდორში და აფხაზეთში და გიგი უგულავას მერობის დროს თბილისის ბიუჯეტის ფლანგვაც ევრაზიის ფონდთან ერთად დეტალებში გვაქვს დათვლილი. მაგრამ თავისუფლება ჩემთვის უმისამართოა - ის ყველასთვის ერთნაირად ძვირფასი მგონია და გავჩუმდით.


მაგრამ როცა დღეს დამირეკა პატიმარმა საშინელი ხმით და პროტესტით, მივხვდი, რომ თავისუფლების უმისამართოდ დარიგებაც შეიძლება გახდეს ბოროტება. "აი, ჩვენ აქ წლები ვცხოვრობთ იმ იმედით, რომ შევასრულებთ დაწესებულ სტანდარტს და ვფიქრობთ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით შეწყალების შანსს, მერე წერენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენს მხარდასაჭერ წერილებს, წერს ციხის ადმინისტრაცია, რომ ჩვენ შეწყალებას ვიმსახურებთ, ვწერთ გრძელ, ემოციურ წერილებს პრეზიდენტს, ჯიგარს ვაწვავთ ზედ, ზოგჯერ მთელი ღამეები ვწერთ, რომ დავარწმუნოთ ყველა ჩვენს დამსახურებაში, ვწერთ მეორედ... მეასედ, მაგრამ პასუხად ყოველთვის უარს ვიღებთ. და უცებ იგებ, რომ აი, ადგა ვიღაც ერთი კაცი ამერიკაში, მოსწერა საქართველოს პრეზიდენსტს: გაათავისუფლეთ ოქრუაშვილი! და მანაც გაათავისუფლა, იცით, თუ არა, რომ ყველაფერი კარგავს აზრს, რაც აქამდე აქ გასულდგმულებდა და გაძლებინებდა? რისთვის უნდა იცხოვრო უკეთესად, ვიდრე გიცხოვრია, თუ შენი თავისუფლებისთვის ვიღაც კაცის წერილია საკმარისი და არა შენი დამსახურება?" როცა ვუპასუხე, რომ აქ გლობალური პოლიტიკის ასპექტია, საშინლად მოიწყინა. არ ვიცი, სხვა რა შემეძლო, მეთქვა. ან სხვა რას ეტყოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ