დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

„ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია - ვიზიარებთ იმ საერთაშორისო სულისკვეთებას, რაც თანასწორობისკენ სწრაფვას გულისხმობს“ 17.05.2020 17:28

ვიზიარებთ იმ საერთაშორისო სულისკვეთებას, რაც თანასწორობისკენ სწრაფვას გულისხმობს , - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე პრემიერის მრჩეველი წერს:

 

"საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია "აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების აღსრულება თითოეული ჩვენგანის ვალია. ამას გარდა, ვაცნობიერებთ თანასწორობის უფლების დაცვის მნიშვნელობას ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრაშია, არ ზღუდავს თანასწორობის უფლებას. დღეს ჩვენი ამოცანაა თანასწორობის უფლების პრაქტიკული განმტკიცება, მათ შორის სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ. თანასწორ და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებაა", - აცხადებს ლელა აქიაშვილი, რომლის განცხადებასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ