19:33 17.05.2020
sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა - კახა კალაძე პირველია
პოპულარუმა უკრაინულმა საიტმა sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა. ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივარისათვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი იქნება ამ სიაში მიხეილ ფოცხვერიასა და ავთანდილ კაპანაძის ხილვა, თან ამ უკანასკნელს საქართველოს ეროვნულ გუნდში 1 შეხვედრაც არ აქვს ჩატარებული. ათეულში მოხვდა უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში პენალტების საუკეთესო შემსრულებელი ვასილ გიგიაძე.

 

გამოცემის მიერ შედგენილი სია კი ასე გამოიყურება:

 

10. ვასილ გიგიაძე

 

9. გოჩა ჯამარაული

 

8. ლაშა ჯაკობია

 

7. ჯაბა ლიპარტია

 

6. დავით ხოჭოლავა

 

5. მიხეილ ფოცხვერია

 

4. ავთანდილ კაპანაძე

 

3. ჯაბა კანკავა

 

2. გიორგი დემეტრაძე

 

1. კახაბერ კალაძე




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge