დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ცარიელ ადგილზე არ ყალიბდება მსგავსი აბსურდი, რისი მოწმენიც ბოლო კვირაში გავხდით - ამ პროცესის უკან დგას პოლიტიკური ძალა და ახალი ტენდეცია - ჯერჯერობით მეტის თქმა შეუძლებელია“ 17.05.2020 20:07

ბიძინა გიორგობიანის პოსტი:

 

დასავლური დემოკრატიების მხრიდან, საქართველოს მისამართით ყველა ქმედებას, აქვს გამომწვევი მიზეზები. ცარიელ ადგილზე არ ყალიბდება მსგავსი აბსურდი, რისი მოწმენიც ბოლო კვირაში გავხდით. ჩემი ვარაუდით ჩვენ არასაკმარისი ინფორმაცია გვაქვს და მხოლოდ ცალკეული მოვლენების შედარებითი ანალიზით, შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენები შევიქმნათ მიმდინარე პროცესებზე. ამ კონტექსტში საინტერესო იყო უკრაინაში მცხოვრები ქართველი კრიმინალი მ.სააკაშვილის პოლიტიკური ლეგალიზაცია და თბილისში, ადგილობრივი სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნაცისტთა უპირობო გათვისუფლების კატეგორიული მოთხოვნა. ორივე ქმედება მიმდინარეობდა ერთდროულად, მიმდინარეობდა ყოველგვარი საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ეტიკეტის უხეში დარღვევებით. ჩანს ამ პროცესის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური ძალა და ახალი ტენდეცია. ჯერჯერობით მეტის თქმა შეუძლებელია. ამ სიტუაციაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება და დაგმობა დაემსგავსება, კამპანიას "Космополитизм и низкопоклонстве перед Западом". ალბათ სჯობს სერიოზულმა პოლიტოლოგებმა იმუშაონ, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში, ახალი პოლიტიკური რელობის შეფასებაზე, ხოლო პლიტიკაში ბოლო წლებში გამოჩენილმა "ახალმა სახეებმა" ნაკლები მოიტყუონ დაბეჯითებით და არ შექმნან ყალბი მოლოდინები. სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება ახალი ტენდეციები, ადგილობრივი ხელისუფლებების თავსმოხვეული როტაციაა ეს ნაბიჯები თუ სხვა რამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ