დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„სენატორმა ტედ კრუზმა შეასრულა დაპირება, ყველაზე კრიტიკულ მომენტში დადგა ქართველი ხალხის გვერდით და ბიძინა ივანიშვილის თავზე აღმართა ფინანსურ სანქციათა გილიოტინა“ 17.05.2020 22:08

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„ამერიკული პოლიტიკის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჩემმა მეგობარმა სენატორმა ტედ კრუზმა შეასრულა დაპირება, ყველაზე კრიტიკულ მომენტში დადგა ქართველი ხალხის გვერდით და ბიძინა ივანიშვილის თავზე აღმართა ფინანსურ სანქციათა გილიოტინა. თქვენი სახელით უდიდეს მადლობას ვუხდი მას“, წერს შალვა ნათელაშვილი. 

 

შეგახსენებთ, რომ შარშან ნოემბერში ნათელაშვილი შეხვდა სენატორს. მაშინ ქართველი ლეიბორისტი წერდა: "ამ წუთას დამთავრდა შეხვედრა საქართველოს უდიდეს მეგობარ, ამერიკული და მსოფლიო პოლიტიკის თვალსაჩინო ლიდერ სენატორ თედ კრუზთან. მან სრული სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს."- წერდა ნათელაშვილი. ეს ფოტოც მაშინ არის გადაღებული.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ