დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ხვალიდან საგანგებო სიტუაციით განსაზღვრული რამდენიმე შეზღუდვა გაუქმდება 17.05.2020 22:13

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, საგანგებო სიტუაციით განსაზღვრული რამდენიმე შეზღუდვა გაუქმდება:


18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. 18 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ