დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ვინ დგას საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების უკან, ვინ ცდილობს 2020 წელს „რეჟიმის“ შეცვლას და ვინ იხდის ფულს ვაშინგტონსა და ბრიუსელში?“ 17.05.2020 23:37

ირაკლი კაკაბაძის ბლოგი „ვინ მართავს საქართველოში პროცესებს:

 

მოკლედ დავწყებ. გამოვაქვეყნებ ინფორმაციას იმ ადამიანის შესახებ და მის სიმდიდრეზე, რომელიც საქართველოში ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესის უკან დგას 2001 წლის შემდეგ. ამ ადამიანს, რომელიც გახლავთ არაბეთის გაერთანებული ემირატების სამეფოს პრეზიდენტი უკვე დიდ ხანია ინტერესები აქვს საქართველოში და ის უკვე დიდი ხანია რაც დიდ ფულს დებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ნახეთ პირდაპირი ინფორმაცია არაბი ხალიფას სიმდიდრის შესახებ. იგი პირადად 23 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელია და მისი ოჯახი, აბუ დაბის სამეფო ოჯახი ერთობლივად 150 მილიარდ დოლარზე მეტს ფლობს. აი, ეს ხალხი ცდილობს რომ უკვე 2001 წლიდან დაესაკუთროს საქართველოს და რატომ?



2001 წლიდან იღებს სათავეს აბუ დაბის პრინცის აქტივობები საქართველოში, როდესაც დაიწყო სამხრეთი-ჩრდილოეთის მარშრუტის გაკვეთა ეგრეთწოდებული 'ისლამური იმარატისათვის'. ამ ჯგუფს თავის დროზე კარგად ცნობილი რუსი ოლიგარქი, ბორის ბერეზოვსკი ეხმარებოდა, რომელიც საქართველოში ელენინის სახელით დადიოდა. 2001-2003 წლებში ბინ ზაედის ჯგუფმა სცადა სერიოზული გავლენის მოპოვება საქართველოში, რათა ხოფადან რუსეთის საზღვრისაკენ წაეღოთ ვაჰაბიტური ჯგუფებისათვის საჭირო რელიგიური, ექსტრემისტული ლიტერატურა და იარაღის მოხმარებს ინსტრუქციები. ეს იარაღი ჩრდილოეთის საზღვარზე საქართველოს გავლით გადადიოდა და მერე ნაწილებოდა მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე - ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, ტაჯიკეთზე, და აგრეთვე ბევრ სხვა ტერიტორიაზე - ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა მალაიზია, ფილიპინები, ინდონეზია და ასე შემდეგ.

 

2004 წლიდან ბინ ზაედის დაჯგუფებას საქართველოს ტერიტორიაზე დაუპირისპირდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ჯგუფი, რომელიც აგრეთვე იარაღის ტრანსპორტირების და გაყიდვის ტრანსნაციონალური ჯგუფია - ეგრეთწოდებული 'ბუტის ჯგუფი' - და დროებით ეს ბრძოლა ალასანიას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 2004-2009 წლებში საქრთველოში ბინ ზაედის ჯგუფის გავლენა დროებით მაინც შემცირებული იყო, რადგანაც იარაღის გადაზიდვის და გაყიდვის 'თემას' თემურ ალასანია აკონტროლებდა. თუმცა 2008 წლის ომში სააკაშვილის დამარცხებამ და 2009 წლის პროტესტებმა, რომელთაც დიდი ეჭვია რომ ბერეზოვსკის და ბინ ზაედის ჯგუფი აფინანსებდა და ეს მილიონები დაჯდა მაშინაც. თუმცა, 2009 წლის ზაფხულში ბინ ზაედმა - მისმა მეგობრებმა ბორის ბერეზოვსკიმ და ალექსანდრე გოლდფარბმა - მიიღეს ის ცნობილი გადაწყვეტილება, რომლითაც ლევან გაჩეჩილაძის და დავით გამყრელიძის შეხვედრა კახა თარგამაძესთან ფირზე გადაიღეს და იუთუბზე დადეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბერეზოვკი და ბინ ზაედი ალანსს კრავდნენ ისევ მიხეილ სააკაშვილთან - შუაკაცი იყო გივი თარგამაძე და ამავე დროს ძალოვანების მთელი კადრების კასკადი - ბატონი კეზერაშვილი, ბატონი უდესიანი და ასე შემდეგ. ამ შუაკაცებთან ერთად, ბინ ზაედის და ბერეზოვსკის ჯგუფმა არაერთი სტრუქტურა შექმნა საქართველოში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციებს უნდა დახმარებოდა. ბინ ზაედის ჯგუფს საკმაოდ დიდი ლობისტური რესურსი გააჩნიათ დასავლეთში - მათ ნაქირავები ჰყავთ ძალიან ძლერი ლობიტური ჯგუფები. ისინი ახლაც ცდილობენ რომ დაამხონ საქართველოს ხელისუფლება, იმისათვის რომ ივაჭრონ 'უმმას' იარაღით. ვაშინგტონში მოღვაწეობა ბინ ზაედის ჯგუფს დიდი ხანია დაწყებული აქვს - მე ეს პირველად 2007 წლის ბოლოს ვნახე. მათ ნაქირავები ჰყავდათ ერთ-ერთი ყველაზე მსვილი ლობისტური კომპანია მაშინ. 2010 წლიდან ბინ ზაედის ოჯახის ფინანსები აგრეთვე ფიგურირებს ნავთობის გაყიდვის კომპანია 'გალფის' ზურგს უკან.

 

2013 წლიდან ისინი საქართველოში დროდადრო ააქტიურებენ თავის ბრძოლას და ახლა განზრახული აქვთ საქართველოში 2020 წელს ეგრეთწოდებული 'რეჟიმის შეცვლა'. ამის მიზეზი ის არის, რომ ახლანდელი ხელისუფლება ვერ დაითანხმეს ტერორისტებისათვის იარაღის გზის გახსნაზე. ამ გაუგებრობას მოჰყვა კიდევ შეუთანხმებლობა რამოდენიმე საკითხზე და 2018 წლიდან ბინ ზაედის ჯგუფმა დაიწყო მილიონობით დოლარის 'ინვესტირება' საქართველოში 'რეჟიმის შეცვლის' ოპერაციაში. ვინც ვაშინგტონის და ბრიუსელის რეალობას მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს - ყველამ იცის. ლობისტური ორგანიზაციების საშუალებით, რაშიც იხდიან მილიონობთ დოლარს, ფული გადადის დაქირავებული პოლიტიკოსების PAC-ების ანგარიშებზე და ეს პოლიტიკოსები შემდგომ ნებისმიერ დაკვეთას ასრულებენ. მაიკლ მური თავის ფილმებში კარგად აჩვენებს თუ რა გავლენა აქვს არაბულ ფულს ამერიკულ და საერთოდ დასავლურ პოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, ბინ ზაედის გავლენა სენატზეც და წარმომადგენელთა პალატაზეც საკმაოდ დიდია. ლიბერალურ სამყაროში არ არის უცხო პოლიტიკოსების ოფიციალურად მოყიდვის მექანიზმი - ამას უწოდებენ ლობისტურ საქმიანობას. ამ შემთხვევაში, ვინ არის ბინ ზაედის ოჯახის ქართველი მოკავშირეები, რთული სათქმელია. თუმცა ამის გარკვევა არც ისე რთულია - უნდა გავეცნოთ ოფიციალურ Foreign Agent Regstration Act-ს, - ანუ საგარეო აგენტების რეგისტრაციის აქტს ვაშინგტონში და ვნახავთ რომელი კომპანიები უხდიან უფიციალურად ხელფასს კონკრეტულ სენატორებს თუ კონგრესმენებს. ბინ ზაედის ოჯახის ინტერესები საქართველოში უკვე დიდი ხანია იკვეთება - ცხადია, მისი და მისი მოსამსახურეების ფულის გავლენა ვაშინგტონშიც არის და ბრუსელში. და ეს ოფიციალურადაც ხდება - დიდი შანსია. ოღონდ, ვისი ხელით - შეკითხვა სწორედ ამაშია.
ამ სურათზე 'ბურჯ ხალიფას' აღმაშენებელი ბინ ზაედი აღბეჭდილია საუდის არაბეთის კრონ პრინცთან ერთად. ეს ორივენი დიდი ძალას წარმოადგენენ მსოფლიო ფინანსებში - და ნავთობში - რომლის ფასებიც ახლახანს საკმაოდ ქვემოთ წამოვიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ