12:43 18.05.2020
"ნერვული სისტემის მოშლის, ზოგისთვის გართობის, ერთი დიდი ფაბრიკაა"

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 


"პირადი რეკორდია: დღეს 3 კვირაა ახალ ამბებს არ ვუცქერი. ჯანსაღად ვარ.

ფეისბუქშიც შევზღუდავ შიდა პოლიტიკის გამოწერებს.

 

პოლიტიკა ან თავად უნდა აკეთო, ანუ ჩართული იყო, ან პოლიტიკისგან გამორთული უნდა იყო.

ცხოვრება გადის ყაყანშოუების და ცრუ პოლიტიკური პროცესების განხილვებში, ამან რა თქვა, იმან რა უპასუხა...

ცრუ პროცესებია, ცრუ გმირებით, ცრუ მიზნებით, ცრუ...

 

ნერვული სისტემის მოშლის, ზოგისთვის გართობის, ერთი დიდი ფაბრიკაა. 

რამდენჯერმე წავშალე დაწერილი.

ხალხს რაღაც ფუნქციები აკისრია, ზოგს შიგნით, ზოგს გარეთ. არ/ვერ აკეთებენ. მერე იწყება ვიშვიში... არ შეგიძლია/შეუძლია, წადი/გაუშვი, სხვა გააკეთებს. რთულია? თავს იღუპავ, სხვას ღუპავ, ქვეყანას ღუპავ...

როცა პროგნოზირებად პრობლემას თავიდან ვერ იცილებ, რა ჰქვია ამას? ასე ვართ ათეული წლებია...

 

ღირებულებები, იდეოლოგია, მიზნები, უტიფრობა, ვასალობა, თავისუფლება, ანგარება, ზნეობა... ვრცელი სიაა. ფაფა დავწერე, დასალაგებელია ხომ? დასალაგებელი ვართ ჩვენც.

ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ეწირება ზემოთ ჩამოთვლილი ცნებების ნაწილი.


ამიტომ, რეალური ბერკეტების გარეშე, ამ პროცესებში მსმენელის სტატუსითაც კი ჩარევა, არაა საინტერესო.

აქ დავსვამ მრავლწერტილს..."- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge