დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ფაშინიანი კორონავირუსის შესახებ ციფრების დამალვაზე: „მე ჩვენს მეზობლებზე ცუდი არაფერი მითქვამს“ 18.05.2020 13:12

სომხურმა გამოცემამ „ნიუს.ამ“-მა («News.am») სათაურით „ფაშინიანი კორონავირუსის შესახებ ციფრების დამალვაზე: „მე ჩვენს მეზობლებზე ცუდი არაფერი მითქვამს“ გამოაქვეყნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრეს-კონფერენციის ანგარიში, რომელიც 16 მაისს ჩატარდა. ბუნებრივია, ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის უმთავრეს თემას სომხეთში „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიმდინარეობა წარმოადგენდა. ჟურნალისტებს ასევე აინტერესებდათ, თუ რატომ აქვს საქართველოს უფრო პოზიტიური მონაცემები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე სომხეთს.

 

კითხვის პასუხად,  თუ „რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ მეზობელ საქართველოში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევები შვიდჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან - არასწორი ციფრებით, იღბლით თუ კარგი მუშაობით“, ნიკოლ ფაშინიანმა თავდაპირველად განმარტა ის სიტუაცია, რომელიც წინა პრეს-კონფერენციის დროს მის ნათქვამმა გამოიწვია - ზოგიერთი ქვეყანაში შესაძლოა კორონავირუსით დაავადებულების რაოდენობაზე სწორ მონაცემებს არ აქვეყნებენო. „მე ჩვენს მეზობლებზე ცუდი არაფერი მითქვამს და არც ვიტყვი. მე არც ის არ მითქვამს, რომ მათგან რომელიმე კორონავირუსის შესახებ არასწორ მონაცემებს ავრცელებს-მეთქი. უბრალოდ, მე ვთქვი: განა მსოფლიოს ყველა ქვეყანა  სწორ მონაცემებს ავრცელებს?“. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გააგრძელა:

 

„ამ შემთხვევაში უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, თუ რამდენი ტესტია ჩატარებული სხვა ქვეყნებში. მაგალითად, გუშინ ჩვენთან 1400 ტესტირება ჩატარდა. არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც უსიმპტომო პაციენტებს ავადმყოფებად არ თვლიან. მათ სახლში აგზავნიან და ეუბნებიან, ჩაი დალიეთო. ანუ არსებობს განსხვავება მიდგომებში, შეიძლება იყოს სხვა გარემოებებიც.


ჩვენთან იყო კორონავირუსის აფეთქებები. მსგავსი სიტუაციების წინასწარ გამოცნობა და პროგნოზირება ძალიან რთულია. იყო შემთხვევეები, როცა [მედიკოსები] სახლებში დადიოდნენ ტემპერატურის გასაზომად, მათ კი კარს არ უღებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ  არანაირი პრობლემები არ გვაქვსო. სინამდვილეში კი მათ რაღაც ოჯახური ღონისძიებები ჰქონდათ და მისი გადადება არ უნდოდათ. იმ დროს საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ იყო გამოცხადებული და რომ ყოფილიყო, მაშინ კარს ძალით გააღებდნენ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა

 

„კორონავირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს და ამ მხრივ ყველა ქვეყანა თითქმის ერთი და იგივე სიტუაციაშია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, - „ამ დროს არსებობს პოლიტიკური მიდგომების პრობლემა. არავის არ შეუძლია თქვას, რომ მიდგომები, რომლითაც ესა თუ ის ქვეყანა სარგებლობს, სწორია თუ მცდარი. ასეთ დროს ყოველ ნაბიჯს თავისი ეკონომიკური შედეგი მოსდევს. ბევრი ევროპული სახელმწიფო გზადაგზა თავიანთ მიდგომებს და ფორმებს ცვლის - ჯერ აღებენ [საზღვრებს], შემდეგ კი ისევ ხურავენ. ახლა ყველა აღებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ კორონავირუსი გაქრა, არამედ იმიტომ, რომ მისი ატანა უკვე აღარ შეუძლიათ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://news.am/rus/news/579106.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ