13:45 18.05.2020
მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა: რატომ წავიდა უკრაინა კონფლიქტზე სტრატეგიულ პარტნიორთნ?

უკრაინულ პოპულარულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“-ში («Европейська правда») გამოქყვეყნდა სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა: რატომ წავიდა უკრაინა კონფლიქტზე სტრატეგიულ პარტნიორთნ?“ (ავტორი - იური პანჩენკო), რომელშიც კიევ-თბილისის პერსპექტიული ურთიერთობებია გაანალიზებული უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ.

 

პუბლიკაციაში ავტორი მიუთითებს ორივე მხარის - კიევისა და თბილისის მოტივებზე ურთიერთობის გაურესების თვალსაზრისით. საქართველომ მწვავე რეაქცია იმიტომ გამოავლინა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ უკვე რვა წელია იმყოფება და ამომრჩეველი მათგან უკვე დაიღალა. ეს ოპოზიციას 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპრლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს აძლევს. მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამ ოპოზიციას საფუძველი მისცა ემტკიცებინათ, თუ რა დაბალი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ - მათ არავინ არაფერს არ ეკითხებაო. აი, სწორედ ამიტომ იყო თბილისის რეაქცია ამჯერად უფრო მწვავე, ვიდრე 2015 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად იქნა დანიშნული.

 

თავის მხრივ, ოფიციალურმა კიევმაც ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინა-საქართველოს კონფლიქტი გარდაუვალი გამხდარიყო.

 

როცა კიევში მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ვიცე-პრემიერობა დაანონსდა, თბილისის გაფრთხილების საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უბრალოდ, უტიფრობა და ქედმაღლური ლაპარაკი დაიწყეს, თანაც, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვანი მინიშნებების გარეშე. ასეთი განცხადებების შემდეგ თბილისს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, თუ არა ხისტი რეაგირება მოეხდინა მიხეილ სააკაშვილის ყოველნაირ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. არ არის გამორიცხული, რომ კიევს თავიდანვე რომ პარტნიორის მიმართ პატივისცემა გამოეჩინა - ელჩს რომ შეხვედროდა, ინფორმაცია რომ მიეწოდებინა დაგეგმილი ნაბიჯებთან დაკავშირებით, თავი რომ შეეკავებინა საგანგებოდ ხაზგასმულ უტიფრობაზე - მაშინ სააკაშვილის დანიშვნას დეკორატიულ თანამდებობაზე თბილისი უფრო მშვიდად აღიქვამდა.

 

მაგრამ კიევმა გადაწყვიტა ეს ყველაზე სკანდალური გზით გაეკეთებინა.

 

იბადება კითხვა - განა საჭირო იყო კიევს დელიკატურობა გამოეჩინა? განა ჩვენ მართლაც უნდა გაგვეთვალისწინებინა საქართველოს თვალსაზრისი, როცა ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ჩვენს საშინაო საქმეა?

 

პასუხი - დიახ, საჭირო იყო გაგვეთვალისწინებინა. თუნდაც იმიტომ, რომ 2017 წელს უკრაინა და საქართველომ ხელშეკრულება დადეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და ის დღესაც ძალაშია. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო უკრაინას საერთაშორისო არენაზე ყველგან და ყველაფერში მხარს უჭერს... და ბოლოს, მხედველობაში უნდა გვქონდეს ერთი გარემოებაც: უკრაინის რომ აბუჩად იგდებს მასთან შედარებით სუსტ საქართველოს, ამას სხვა სახელმწიფოებიც თვალს ადევნებენ და ჩვენს ისე მოგვექცევიან“, - ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.eurointegration.com.ua/articles/2020/05/10/7109738/




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge