დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"გულახდილად უნდა ვთქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას" 18.05.2020 14:10

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, მიუხედავად გლობალური მცდელობისა, შესაძლოა, ვაქცინა საერთოდ ვერ შეიქმნას. ადგილობრივ მედიასთან საუბარში ჯონსონი აცხადებს, რომ მსოფლიომ ვირუსის კონტროლისთვის ახალი გზები უნდა იპოვნოს.

 

„დიდი, დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ…ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი“,-განაცხადა ჯონსონმა.

 

ცნობისთვის, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალახ უხანში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

 

ამ დროისთვის, გლობალურად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 300000-ს აჭარბებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ