დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ბიძინა ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი" - ირაკლი ოქრუაშვილი 18.05.2020 15:16

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილის სულ 3 არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი.

 

„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ის რას აირჩევს მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება,“ - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ