დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდ დოლარს გამოყოფენ 18.05.2020 15:52

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის თქმით, პეკინი მომდევნო ორი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანას 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება, კორონავირუსისგან გამოწვეული ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით.

 

„ჩინეთი მომდევნო ორი წლის მანძილზე 2 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაიხდის, რათა ვირუსით დაზარალებულმა ქვეყნებმა შეძლონ ვირუსით გამოწვეული ზარალის შემსუბუქება, განსაკუთრებით ეს ეხება განვითარებად ქვეყნებს“,-განაცხადა ძინპინმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონფერენციის გახსნისას.

 

ცნობისთვის, კორონავირუსი კოვიდ-19 თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, საიდანაც მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. მოგვიანებით, ჩინეთი ვირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში მსოფლიო ლიდერებმა და მედიამ არაერთხელ დაადანაშაულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ