დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მაგიდასთან არაუმეტეს 6 კაცი, 1 მეტრი მომხმარებლებს შორის - რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს 18.05.2020 16:20

კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დასაქმებულ პირებსა და იქ მისულ მომხმარებლებს მოუწევთ.

 

კერძოდ, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია.

 

კერძოდ, შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დანართიდან, ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიულ კვების დაწესებულებისთვის ასე გამოიყურება:

 

  • უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;
  • უზრუნველყავით თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
  • დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;
  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
  • მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისი სახით შესაძლებელია, ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
  • გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს სეთავაზება, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
  • განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ