21:08 18.05.2020
„მე ვიპოვნე ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა „ივერიელნი" - მე ვარ ბედნიერი, რომ წილად მხვდა ამ საიდუმლოს გადაჭრა“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე დღეს ერთი ამბავი უნდა გამცნოთ: მე ვიპოვნე ბარათაშვილის დღემდე ძიებაში მყოფი პოემა"ივერიელნი". მე ვარ ბედნიერი, რომ წილად მხვდა ამ საიდუმლოს გადაჭრა. იმედია, ეს ამბავი გაგიხარდებათ. იმასაც გეტყვით, რომ ის არც სადმე წიგნთსაცავში მინახავს, არც ბუკინისტურ მაღაზიაში მიყიდია. ეს სრულიად უსასყიდლოდ მივაგენი. ერთადერთი სასყიდელი იყო ჩემი დაჟინებული სურვილი, დამთავრებულიყო ჩემი ერის ლოდინი ამ პოემის მიგნებისა. გასაოცარი და კურიოზული ისაა, რომ ეს პოემა გამოქვეყნებული იყო. ჩვენ კი ვეძებდით. დანარჩენი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ჩემს გვერდზე. თქვენი ლევან თაქთაქიშვილი“.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge