21:44 18.05.2020
„ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი უტა რომ ჩა­მო­ვი­და და პირ­და­პირ სახ­ლში გა­უშ­ვეს, დე­და­ჩე­მი და ყვე­ლა სხვა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან? უტას ეკუთ­ვნის და გი­უ­ლის და სხვებს არა?! "

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუნ­და, ამ­ჟა­მად კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა:

"მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ერთი ის­ტო­რია. არა­სო­დეს მი­წუ­წუ­ნია ოჯა­ხურ სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ ჩემი ოჯა­ხის წევ­რს, ზო­გა­დად - ბევრ ქარ­თველს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ დე­და­ჩე­მი უკ­რა­ი­ნი­დან ჩაფ­რინ­და თბი­ლის­ში. ფრე­ნის დროს ძა­ლი­ან მაღ­ლა აუ­ვი­და წნე­ვა, პა­ტა­რა გოგო აღარ არის... აე­რო­პორ­ტში რომ გა­მო­ვი­და, უთხრეს, რომ ჯდე­ბით ავ­ტო­ბუს­ში და მიგ­ვყავ­ხართ კა­ხეთ­შიო. ამ დროს იყო ძა­ლი­ან ცუ­დათ. და­მი­რე­კა, ვერ ვლა­პა­რა­კო­ბო და რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა უთხრაო, რომ კა­ხე­თამ­დე ვერ ჩა­ვაღ­წე­ვო. ამ დროს მეს­მის, რომ ეუბ­ნე­ბი­ან, გა­ი­ა­რეთ ქალ­ბა­ტო­ნოო... მი­თხრა, რომ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო იქ. ვუ­თხა­რი, რომ გა­და­ე­ცი მას ტე­ლე­ფო­ნი და მე ავუხ­სნი, რაც ხდე­ბა­თქო. აწ­ვდის ყურ­მილს, რომ ჩემი შვი­ლი აგიხ­სნით ყვე­ლა­ფერ­სო... ის პა­სუ­ხობს, მჭა­ხე ხმით - არ მაქვს უფ­ლე­ბა, ვინ­მეს და­ვე­ლა­პა­რა­კო, გა­ი­ა­რეთ და ჩა­ჯე­ქით ავ­ტო­ბუს­შიო. მე მინ­და ვუ­თხრა ამ პატ­რულს, სხვა­თა­შო­რის მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ვიცი, დოქ­სო­პუ­ლო შენ დედა გყავს სა­ერ­თოდ?! ასე ეპყრო­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს? ამის შემ­დეგ დე­და­ჩემ­მა უთხრა, რომ ვერ წა­ვალ კა­ხეთ­შიო და გა­მო­ი­ძა­ხეთ სას­წრა­ფოო. სას­წრა­ფო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­ვი­და აე­რო­პორ­ტში. კა­ხეთ­ში ვე­ღარ წა­იყ­ვა­ნეს, რად­გა ვერ დგე­ბო­და ფეხ­ზე. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მი­ა­წო­და წამ­ლე­ბი და მო­ეხ­სნა წნე­ვა. შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც კარ­გი ხალ­ხში შეხ­ვდა და ახლა არის კა­რან­ტინ­ში. მე მინ­და ვკი­თხო ყვე­ლას, ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი უტა რომ ჩა­მო­ვი­და და პირ­და­პირ სახ­ლში რომ გა­უშ­ვეს, დე­და­ჩე­მი და ყვე­ლა სხვა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და უტას ეკუთ­ვნის და გი­უ­ლის და სხვებს არა?! " -  განაცხადა მიხეილ  სა­ა­კაშ­ვი­ლმა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.






ავტორ(ებ)ი : geotimes.ge